მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რაჭაში წყლის და გაზის პრობლემების გამო ზამთარში ობიექტები იხურება” - შალვა ალავერდაშვილი

618430872610c
ანუკა ჯოხაძე
04.11.21 23:40
791
რაჭის რეგიონში მდებარე ბიზნესები უკვე წლებია საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელიც რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისებას აფერხებს. რაჭის სოფლების ნაწილში ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. როგორც რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ამ პრობლემების გამო ზამთარში რაჭაში სასტუმროები იხურება, რადგან მათი მუშაობა არსებულ პირობებში წარმოუდგენელია.

ალავერდაშვილის თქმით, იქამდე სანამ სახელმწიფო ამ პრობლემებს არ მოაგვარებს ამ რეგიონით ინვესტორების დაინტერესება რთული იქნება.

“რაჭაში ძალიან დიდი პრობლემებია. იმის გამო, რომ რაჭაში წყლის და გაზის პრობლემა ვერ გვარდება ობიექტები ზამთარში იხურება და სასტუმროს მუშაობას ამ პრობლემის გამო რენტაბელურობა არ აქვს. საკმაოდ რთულია, ინვესტორი დაარწმუნო, ჩამოიყვანო, ისეთი პირობები შეუქმნა , რომ მან იქ დამატებითი ინფრასტრუქტურა ააშენოს. მთავარი ინფრასტრუქტურა, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის გაზი, ელექტროენერგია, კანალიზაცია. ამის მოგვარება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ინვესტიციები შემოვიდეს და ინვესტორი დაინტერესდეს. არ უნდა იფიქროს ინვესტორმა იმაზე, რომ წყალი თვითონ გააკეთოს, გაზი მოიყვანოს და ელექტროენერგიაზე იზრუნოს. ეს ინვესტორისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.”-აცხადებს რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები