მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, პროტესტი გრძელდება

ტყე
19.11.23 12:31
347

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. შეკრებილები რაჭის ტყეებზე 49-წლიანი ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე კარავი აქვთ გაშლილი.

როგორც კახა ასათიანმა სამინისტროსთან განაცხადა, მოთხოვნა უცვლელია, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული.

აქციის ორგანიზატორია „რიონის ხეობის მცველები“. საქმე ის არის, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და ლიცენზიის შეჩერებას ითხოვდნენ. ახლა კი პროტესტი თბილისში გადმოვიდა.

რაჭის ტყეების ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ შეიძინა, რადგან ტყეში სამონადირეო მეურნეობა მოეწყო. აღნიშნული კომპანია კი ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.

15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის - ამის შესახებ მან BMG-ის თავად დაუდასტურა. მისი განმარტებით, პროექტიდან კომპანია "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" გასვლა არა პირობების შეუსრულებლობამ, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებმა განაპირობა.

"სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის"- განაცხადა დავით ხიდაშელმა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და სხვა ვალდებულებებიც შეესრულებინა, თუმცა სამინისტროს განცხადებით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.

აღნიშნული აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ

ლიცენზიის გაუქმების პროცესი მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ - სამინისტრო რაჭის ტყეებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები