მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს

621d060b16d79
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 21:33
869
უკრაინის უმაღლესი რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

გარდა ამისა, პარლამენტი იწყებს რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრობის ჩამორთმევისა და გაეროსა და ყველა სპეციალური ინსტიტუტიდან გარიცხვის ინიცირების პროცედურას.

სტეფანჩუკმა დასძინა, რომ უკრაინის პარლამენტი, ომის მიუხედავად, მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მზად არის, მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები