უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, შესაძლოა, ხვალიდან, უკრაინაში ავიამიმოსვლა შეწყდეს.
ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს და ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა, 14 თებერვლიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა შეწყვიტოს.
ალექსეი გონჩარენკო მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.
„რადგან ამის გაკეთება <უკრაინაში დაბრუნება> უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ძალიან რთული იქნება“, - წერს პოლიტიკოსი.




























