მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი - ტრამპი

ტრამპი და ჰარისი

რადიკალი გიჟი სოციალისტი ასე - მოიხსენია დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი მისი გუშინდელი გამოსვლის გამო და თქვა, რომ ის უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი.

პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა ისიც, რომ ჰარისის არჩევის შემთხვევაში აშშ-ს ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მეტად დამძიმდება.

„გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ მას? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ ამხანაგმა კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება. ამას აქამდე არასდროს უმუშავია. ეს არის მადუროს გეგმა, ვენესუელა. მადუროს გეგმა, ისევე როგორც ძველი საბჭოთა კავშირის. მათ სცადეს ეს. როგორ განვითარდა სიტუაცია საბჭოთა კავშირში? ვენესუელა გახდა რუსეთის უფრო პატარა ვერსია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის აპირებს, ჩვენი ქვეყანა დაანგრიოს და ჩვენს ეკონომიკას უფრო მეტად დაანგრევს, ვიდრე დანგრეულია. დამსხვრეული ეკონომიკა გვაქვს. მიწოდების ჯაჭვები გაქრა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები