მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Raiffeisen Bank-მა ოლეგ დერიპასკასთან გარიგება ჩაშალა

Raiffeisen Bank

ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან $1.6 მილიარდის მოცულობის გარიგება ჩაშალა, რისი მიზეზი აშშ-ის მხრიდან მომდინარე ზეწოლა გახდა.

როგორც ცნობილია, საბანკო-საფინანსო კომპანიას ოლიგარქის კუთვნილებაში არსებული აქტივების გამოსყიდვა სურდა, რაც Raiffeisen Bank-ს გაყინულ აქტივებთან წვდომის აღდგენის საშუალებას მისცემდა, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ მას ამის უფლება არ მისცა, რადგან ეს გარიგება ოლიგარქს აქტივების განაღდების („გაქეშების“) შესაძლებლობას მისცემდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ამჟამად აქტიურად სწავლობს Raiffeisen-ის რუსეთში საქმიანობის საკითხს.

საქმე ისაა, რომ ავსტრიული ბანკი რუსეთის ბაზარზე 1996 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ცენტრალური ბანკის მიერ აღიარებულ 13 სისტემურ ბანკს შორის ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს ბანკს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსული საბანკო-საფინანსო სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.

2022 წელს Raiffeisen Internation-ის მიერ გენერირებული შემოსავლების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული დაპირებების მიუხედავად, ბანკი რუსეთზე დამოკიდებულებას არ ამცირებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამჟამად Raiffeisen-ის მიერ სანქციების დარღვევის საკითხს სწავლობს. Reuters-ის ინფორმაციით, გამოვლენილია რამდენიმე უხეში დარღვევა, რის გამოც გამორიცხული არ არის, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ავსტრიული საფინანსო ორგანიზაციის წინააღმდეგ გარკვეული სადამსჯელო ზომები მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები