მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია 26-28 აპრილს დაგეგმილი სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოფენა-Caucasus Build-ის  მასშტაბური ზრდა?

რამ გამოიწვია 26-28 აპრლს დაგეგმილი  სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოფენა -Caucasus Build-ის  მასშტაბური ზრდა?
26.03.24 14:46
4712

26 აპრილს Caucasus Build-ი ყოველწლიური სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. წელს კომპანიების რაოდენობა, დაკავებული საგამოფენო ფართი ( 3000 კვადრატულამდე) და პროდუქციის მრავალფეროვნება ყველაზე დიდია რაც ამ გამოფენაზე ყოფილა.

ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებულია 150 მონაწილე სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია.

წელს ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობაც, უკვე დარეგისტრირებულია 50-მდე კომპანია , რაც ასევე 40% აღემატება წინა წლის მონაცემებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს ისე საცალო დამთვალიერებლისთვის 50% სულ ახალი კომპანიებია, რომლებიც წინა წლებში არ იღებდნენ მონაწილეობას, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიდეს ყველა ვინც სამშენებლო სექტორში არის დასაქმებული ან მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები აქვს.

გამოფენა მე-11, მე-6 პავილიონში და გარე სივრცეში მოეწყობა სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეტავაზებები, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

მათ შორის იქნება : სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სარემონტო და სამშენებლო მასალები, ელექტრო სისტემები,აუზების მწარმოებელი და სხვა

პარალელურად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სამშენებლო სექტორში სადაც დასწრება წინასწარი რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი. დეტალები ცოტა ხანში დაანონსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები