გავლენიანმა ამერიკულმა სოციალურმა მედია Snapchat-მა მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. გასულ წელთან შედარებით კომპანიის მოგება 9%-ით გაიზარდა და $1.34 მილიარდი დოლარი შეადგინა. მართალია, ამ მხრივ კომპანიამ ეკონომისტების მოლოდინი გაამართლა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით წმინდა მოგებაზე, რა კუთხითაც Snapchat-ს სერიოზული ვარდნა აქვს. მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება მხოლოდ $263 მილიონი იყო. ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდის მოცულობამ კი $0.16 ცენტი შეადგინა.
არადამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგის მიუხედავად, Snapchat-ს მნიშვნელოვანი ზრდა აქვს მომხმარებელთა კუთხით. სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და 469 მილიონი შეადგინა. ყველა დროის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა მომხმარებლების თვიური რაოდენობის კუთხითაც. კომპანიის ინფორმაციით, გასულ თვეში Snapchat-ით თითქმის ერთმა მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა.
დაბალი კვარტალური მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე კვირის წინ გაჩენილი პროგრამული ხარვეზიცაა. სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსების მსურველ კომპანიებს საშუალება ეძლეოდათ, გაცილებით ნაკლებ ფასად გაცილებით მეტ მომხმარებლამდე მიეტანათ თავისი რეკლამა. ამან, ცხადია, უარყოფითად იმოქმედა შემოსავლებზე. პროგრამული ხარვეზის გამო Snapchat-ის აქციები 17-20%-ით შემცირდა. 8 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ერთ აქციის ფასი 7.41 დოლარამდეა შემცირებული.




























