მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ეკონომიკის 16.6%-იანი ვარდნა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

5ed0ba45ead4f
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 11:34
2136
საქსტატმა დღეს 2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკრეტული თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2020 წლის პირველ 4 თვეში კი ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 3.6%-ია. 

გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ. მისი განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და $223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც.

დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, ეს გახლავთ მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, შემდეგ კი დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. აპრილში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო შეზღუდვების ქვეშ და ან არ ფუნქციონირებდა, ან არასრულად ფუნქციონირებდა"- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი ეკონომიკური ვარდნის ახალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები