მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ელექტროენერგის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლები?

63ec8d99098e0
მარიამ ვარადაშვილი
14.02.23 16:48
803
Galt & taggart-ის ინფორმაციით, გასულ წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასების უპრეცედენტო ზრდას ზრდას უკავშირდება.

2022 წელს ელექტროენერგიის ფასი თურქულ ბაზარზე თითქმის გასამმაგდა და კვტ.სთ-ზე საშუალოდ 15.1 აშშ ცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ ცენტს შეადგენდა. ყველაზე მაღალი საბაზრო ფასი დაფიქსირდა სექტემბერში - კვტ.სთ-ზე 21.3 აშშ ცენტი. ფასის ასეთი ზრდის მიზეზი მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზეა.

ჯამში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 84.3 მლნ დოლარი მიიღო. კერძოდ, 2022 წელს ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი წლიურად თითქმის 153.7%-ით გაიზარდა და 1 კვტ.სთ. შეადგინა.



კონკრეტულად თურქეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 79.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10.3-ჯერ აღემატებოდა. ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთში იყვნენ “თბილისის საინვესტიციო ჯგუფი”, “ინტერ რაო საქართველო” და “აჭარისწყალი”.

“ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტი ძალიან უჩვეულოა საქართველოსთვის, რადგან ბოლო რამდენიმე წელია აგვისტოც კი გამოაკლდა საექსპორტო თვეების სიას გაზრდილი ადგილობრივი მოხმარების გამო”,-აცხადებენ ორგანიზაციაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ თბოსადგურებზე მსოფლიოში გაზის ფასის ზრდას გავლენა არ მოუხდენია, რადგან ისინი იყენებენ ე.წ „სოციალურ გაზს“, რომელსაც საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით.

სოციალური გაზი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება საქართველოს მხარეს და შესაბამისად, შეზღუდულია თბოსადგურების მიერ მათი მოხმარებაც. Galt & taggart-ის თანახმად, სწორედ ამ შეზღუდვის გამო ვერ გაიზარდა ექსპორტი უფრო მეტად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები