მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ განაპირობა იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის განმარტება

მშპ

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.

დღეს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პაატა შავიშვილმა განაცხადა, რომ იანვარში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში არსებული მატება, ასევე ლოგისტიკის სფეროში არსებული მატება იყო.

"ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის ზრდით, მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან. პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდას განაპირობებს სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო კონსულტირების, სარეკლამო სააგენტოებისა და ბიზნესისა და მართვის საკითხების მომსახურების მოცულობის ზრდასთან.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT სექტორის გამოშვება და მომსახურების მოცულობის ზრდა.

მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებულია არალითონური პროდუქციის გამოშვების ზრდასთან როგორიცაა ცემენტი და ბეტონი. კვების პროდუქტების წარმოების ზრდა. გარდა ამისა გაზრდილია მინერალური სასუქების წარმოება.

2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით 28%-ით გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი.

ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს საბითუმო ვაჭრობით, ბუნებრივი აირით და საწვავით, ახალი და მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა ასევე სასმელებით და თამბაქოთი საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

რაც შეეხება კლების ტენდენციას სამთო მოპოვების სექტორში, ის დაკავშირებულია ფერადი ლითონების მადნების შემცირებასთან", - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები