Galt&Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძეს განცხადებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. საკითხზე მან „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
“მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა 4.8% შეადგინა, ეს მცირედით აღემატება 2022 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს, სადაც 4,6% გვქონდა. თუ შევხედავთ წლის პირველ ნახევარს, ამ ნახევარში მიმდინარე ანაგრიშის დეფიციტი გაუმჯობესებულია 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, სადაც 5.3% შეადგინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლი 8,6% იყო”, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი კორექცია შეიტანა 2022 წლის და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან დაკავშირებით.
“თუ მანამდე ეროვნული ბანკის შეფასებით პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 3.2% იყო, ეს მეორე კვარტლის გამოქვეყნების შემდეგ დაკორექტირდა და 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ძალიან დიდი კორექციაა, რაც შეეხება 2022 წელს, მანამდე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ იყო 4% , ხოლო ახლა ის 4.6%-მდე გაიზარდა”, - აღნიშნა ქავთარაძემ.
Galt&Taggart-ის ეკონომისტის თქმით, მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა მეტწილად შემოსავლის ბალანსის ზრდით იყო განპირობებული.
“მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა მეტწილად განპირობებული იყო შემოსავლის ბალანსის ზრდით, შემოსავლის ბალანსში აღსანიშნავია რეინვესტიციების მუხლი, ვინაიდან რეინვესტიციები 49%-ზე მეტად გაუიზარდა, ამან ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაზრდას, ამასთან, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა რეინვესტიციით იქნება გამოწვეული, დიდ პროიბლემას არ წარმოადგენს, რადგან ის მიმავდროულად დაფინანსების წყაროსაც წარმოადგენს”, -დასძინა ქავთარაძემ.