მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 7.2%-ით ზრდა? - ირაკლი ჟვანიას მოსაზრება

644cb8634a746
ალა ისპირიანი
29.04.23 10:31
1036
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდამ 7.3% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები შეაფასა და ისაუბრა, რა წვლილი აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აღნიშნულ ზრდაში.

„ცალკე აღებული 7%-იანი ზრდა კარგია იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში ასეთ ზრდას მიჩვეული არ ვიყავით, თუ ბოლო 2 წელს არ ჩავთვლით. მდგრადობა ამ ზრდაში არ იყო იმდენად დიდი რამდენის სურვილიც შეიძლება გვქონდეს. ვერავინ უარვყოფთ, რომ ამ ზრდაში დიდი გავლენა აქვს კონფლიქტის გამო შექმნილ სიტუაციას. ამის დასტურია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის ზრდა, არამედ რეგიონში სხვა ქვეყნების ეკონომიკის ზრდაც, მათ შორის სომხეთის ეკონომიკის.

თუ ვიტყვით, რომ ეს ცალკე აღებული მთავრობის პოლიტიკის შედეგია უნდა გვქონდე მინიმუმ სამი დიდი მაგალითი გასახსენებელი, სად რა შეიცვალა ან გაუმჯობესდა - რაღაც ახალი რეფორმა დავიწყეთ ან გადასახადები დავწიეთ... თუმცა, მიუხედავად მიმდინარე კონფლიქტებისა, საქართველოში მაინც არის შექმნილი გარემო სადაც ინვესტირება და ბიზნესის კეთება შესაძლებელია. მეორე საკითხია ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის რამდენად კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა დაინახეს რეგიონთან შედარებით სტაბილური გარემო და ასეთი ბიზნესის წილი საქართველოზეც მოხვდა“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ. 

მისი თქმით, რუსთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში გარკვეული შემოდინება ადრე თუ გვიან მიილევა და ამისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს.

„ბიუჯეტი 4-5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი, რადგან მოლოდინი იყო მიგრაციის ეფექტი შენელდებოდა და ამ ეფექტიდან გამომდინარე თავისთავად სხვა ფაქტორებიც შენელდებოდა, მათ შორის ჩარიცხვები, რაც დიდი მაჩვენებელია ჩვენნაირი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა ეს დიდხანს გაგრძელდება თუ არა თავის თავს მაინც ამოწურავს, რადგან ეს არ არის მუდმივი მიგრაცია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ როდესაც ეს ფაქტორი მოიხსნება უკუსვლა მტკივნეული არ იყოს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოსავალს მდგრადობის შენარჩუნებაში ხედავს. 


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები