მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა I კვარტალში საქართველოს ეკონომიკაზე? - PMCG

IRI

სამუშაო ძალის დეფიციტი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ამ ორ ფაქტორს ასახელებენ ქართველი ეკონომისტები PMCG კვლევითი ცენტის "ეკონომიკური კლიმატის" ანგარიშში მიმდინარე წლის I კვარტალში ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონედ.

ასევე,მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და უკრაინაში მიმდინარე ომი.

გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, უარყოფით ფაქტორებს უფრო დიდი გავლენა აქვთ საქართველოს ეკონომიკაზე (სამუშაო ძალის დეფიციტი, რუსეთ-უკრაინის ომი), ვიდრე პოზიტიურ განვითარებებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, დაბალი ინფლაცია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები