მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ შეამცირა მარტში, თბილისში ბინების გაყიდვები? – „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვა

თბილისი

თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მარტში ბინების გაყიდვები დედაქალაქში საგრძნობლად 11%-ით შემცირდა და ჯამურად თბილისში 2 971 ბინა გაიყიდა. ბაზრის მოცულობა კი წლიურად 10%-ით $235 მლნ-მდე შემცირდა. თუმცა ამავე პერიოდში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი $1,200-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის ავტორები კლების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ კლების ტრენდი შესაძლოა, ერთჯერადი იყოს და მასზე დაკვირვებაა საჭირო.

„2024 წლის მარტში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად შენელდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,971 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11%-ით შემცირდა. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს 26 მარტს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციას უკავშირდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ აპრილის გაყიდვების წინასწარი მონაცემებით წლიურ ზრდას შეგვიძლია ველოდოთ. ასე რომ, მარტის ჩავარდნა მხოლოდ ერთჯერადია თუ არა კვლავ დაკვირვებას საჭიროებს. ამავე პერიოდში,“, - ნათქვამია მიმოხილვაში

რაც შეეხება ქირის ღირებულებას, ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 10%-ით შემცირდა 12 დოლარს გაუტოლდა. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 10.5%-ზე შენარჩუნდა (-1.4 პპ, წ/წ).

მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში 2024 წლის მარტში 574 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 9%-ით ჩამორჩება 2023 წლის მარტის მაჩვენებელს. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,397 შეადგინა და წლიურად 11%-ით შემცირდა.

„ახალი ბინების წილი მათი წილი მთლიან გაყიდვებში 19%-ზე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი, ძველი ბინებისთვის, წლიურად 5%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი ბინების შემთხვევაში 3%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 6%-ით შემცირდა, თუმცა ძველი ბინებისთვის ფაქტობრივად უცვლელი დარჩა (-0.4%, თ/თ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის მარტში მომხმარებლები ყველაზე მეტად 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს ყიდულობდნენ, რომელთა წილმაც გაყიდვებში 41% შეადგინა (-2 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი კი 5% იყო. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19%-ს მიაღწია, რაც 2023 წლის მარტის მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები