მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები წლიურად შემცირდა - თიბისი კაპიტალი

უძრავი ქონება

თიბისი კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ნოემბერში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქნების ამონაგები წლიურად შემცირდა.

კონკრეტულად კი 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ამასთან, გასაქირავებელი ფასი ნოემბერში წლიურად 8%-ით შემცირდა და $11.5-ს გაუტოლდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.

მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 6%-ით ჩამორჩება. ყველაზე მეტი ნებართვა ამ პერიოდში დიდ დიღომში გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები