მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ შეიძლება მოახდინოს გარღვევა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ზრდაში? - Fitch-ის განმარტება

არვინდ რამაკრიშნანი

საკრედიტო თვალსაზრისით საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მისი საგარეო პოზიციაა, - ასე უპასუხა გადაცემა "ანალიტიკას" კითხვას Fitch Ratings-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, არვინდ რამაკრიშნანმა იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება მოახდინოს გარღვევა საქართველოს რეიტინგის ზრდაში.

როგორც Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, საქართველოს მუდმივად აქვს დიდი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც მუდმივი სტრუქტურული გამოწვევაა. "ამისთვის ჩვენ საქართველოს ერთი ნოჩით, ერთი საფეხურით ვაქვეითებთ. თუ საქართველო შეძლებს ამ გამოწვევას მდგრადი გადაწყვეტა უპოვოს, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მის საკრედიტო რეიტინგს", - აღნიშნა მან და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიც დაასახელა, რაც ქვეყანას საკრედიტო რეიტინგის გაზრდაში დაეხმარება:

"თუ საქართველო გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მმართველობის ინდიკატორებს – გააუმჯობესებს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას – ამასაც დადებითი გავლენა ექნება რეიტინგზე. და ბოლოს – რაც უკვე აღვნიშნე, საქართველოს ვალის დონე თავის მსგავს ქვეყნებთან შედარებით მისაღებია, თუმცა, ჯანსაღი ფისკალური დისციპლინის შემთხვევაში, ის შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს – ესეც დადებითი ფაქტორი იქნებოდა რეიტინგისთვის".

ცნობისთვის, გავლენიანმა საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Fitch-მა ბოლო ანგარიში რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურისკენ გააუარესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები