მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ადამიანს უსმენენ სასამართლოს ნებართვით? - სტატისტიკა

ტელეფონი

საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის 2023 წლის სტატისტიკაზე.

უწყების ინფორმაციით, 2023 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 859 შუამდგომლობა, რომელთა 87% (744) სრულად დაკმაყოფილდა, 9% (80) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4% (35) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს მოსმენაზე ჩართული პირების რაოდენობა 51-ით გაიზარდა, რაც წარდგენილი განცხადებების გაზრდილი დაკმაყოფილებების პროცენტით არის განპირობებული, რადგანაც სასამართლომ 2022 წელს შესული 1,077 განაცხადის 75%, ანუ 808 განცხადება დააკმაყოფილა.

“2023 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 228 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 87% (198), არ დაკმაყოფილდა 4% (8), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 9% (22).

2022 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 288 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 71% (204), არ დაკმაყოფილდა 8% (23), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21% (61).

2023 წელს ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 1022 შუამდგომლობა, რომელთაგან 93% (952) სრულად დაკმაყოფილდა, 6.5% (66) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 0.4% (4) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2022 წელს ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 888 შუამდგომლობა, რომელთაგან 91% (811) სრულად დაკმაყოფილდა, 8% (68) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 1% (9) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,”- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები