მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ მგზავრს მოემსახურნენ Red Wings და Azimuth, რომლებიც საქართველოს ავიაბაზრის 8%-ს იკავებენ

ბათუმიკ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624 154 მგზავრს მოემსახურნენ. ამ მაჩვენებლით ორ ავიაკომპანიას Azimuth-სა და Red Wings-ს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჯამში 8.4%-იანი წილი უკავიათ. 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ჯამში მხოლოდ 3% იყო და 127 ათასი მგზავრი ჰყავდათ გადაყვანილი.

  • Azimuth-მა – 89 804 მგზავრი გადაიყვანა
  • Red Wings-მა – 37 511

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ფრენები 2023 წელს განაახლეს. ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკისა და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, მთავრობამ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტით გადაწყვეტილება ფრენების სასარგებლოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Red Wings-ი დაფრინავს. მათთან ერთად რუსეთში ფრენებს ქართული Georgian airways-ც, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს ქართულ ავიაკომპანიას მგზავრების 120%-იანი ზრდა ჰქონდა. ავიაკომპანიამ მგზავრები წელსაც 515 113-მდე (57.5%-ით) გაზარდა, აქედან რა წილი მოდის რუსეთზე ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები