2023 წლის მიწურულს, დეკემბერში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა როგორც 2022 წლის, ასევე 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელს გადააჭარბა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ 2023 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 303 620 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 37%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, 16%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, ამავე პერიოდში აეროპორტი 28 556 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით მეტი.