მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ მგზავრს მოემსახურა სტამბოლის ათათურქის აეროპორტი იანვარში?

60212d75507dd
ნათია თაქთაქიშვილი
08.02.21 23:20
1450
თურქეთის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი უწყების (DHMI) განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 5.2 მილიარდ მგზავრს მოემსახურნენ იანვარში, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით ნაკლებია. მხოლოდ ათათურქის აეროპორტი ჯამში 1.7 მილიონ მგზავრს და 15,074 თვითმფრინავს მოემსახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შიდა მგზავრების რაოდენობა 57%-ით 3.4 მილიონამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 70%-ით 1.8 მილიონამდე.

თურქეთის საერთაშორისო აეროპორტები, ჯამურად 73,734 თვითმფირნავს მოემსახურნენ მიმდინარე წლის იანვარში, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდში - 145,000 თვითმფრინავს.

რაც შეეხება საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებს, თურქეთის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში 181,141 ტონა ტვირთის გადატანა მოხერხდა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარში საჰაერო გზით 274,943 ტონა ტვირთი გადაზიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები