მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიარდს შეადგენს გადადებული ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი?

5fe222517c7d9
ნათია თაქთაქიშვილი
22.12.20 21:30
703
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მომავალი ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 15.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც წინა ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 12.6 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ოლიმპიური თამაშების 68 სპონსორმა გადაწყვიტა კონტრაქტი გააგრძელოს საორგანიზაციო კომიტეტთან 2021-შიც.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ტოშირო მუტოს განცხადებით, ის მიესალმება სპონსორების გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ „ეს არის პოზიტიური ინვესტიცია“ პანდემიის მიუხედავად, რაც დაახლოებით 37-46 მილიონი აშშ-ი დოლარის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

მუტოს ოლიმპიური თამაშების დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ ინფორმაცია გახსნის ცერემონიალთან და სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები