მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ მილიონ დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების გვერდის ავლით?

62ebb029e0cc0
შოთა ტყეშელაშვილი
04.08.22 18:44
1193

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების გვერდის ავლით უცხოურ ვალუტას 2020 წლიდან მოყოლებული ყიდულობს. ამას სებ-ი სავალუტო გაცვლითი სისტემა Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით ახდენს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამ ოპერციების მოცულობა 2020-2021 წლებში მცირე იყო, თუმცა ივლისში შესყიდვები ხუთჯერ გაიზარდა და $110 მილიონ დოლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით ვალუტის შესყიდვის პროგრამა ლარის გამყარების ფონზე გააქტიურდა, რა დროსაც სებ-მა ბაზრიდან დოლარის რესურსის ამოღება გააფართოვა.

Bmatch-თან ერთად, სებ-მა 1-ელ აგვისტოს სავალუტო ინტერვენციებიც განაახლა და ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა.

“დღესდღეობით, ბაზარი გვაძლევს საშუალებას, რომ ვალუტა შევისყიდოთ, ამიტომ აქტიურად ვახორციელებთ ინტერვენციებს. მაგალითად, მინდა მოგახსენოთ, რომ ვთქვათ ივლისში 110 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ე.წ. Bmatch-ის ბლუმბერგის საშუალებით, ამავე დროს ორშაბათს 10 მილიონი დოლარი ვიყიდეთ, ასე რომ, ამ ბერკეტს ვიყენებთ,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

შესყიდული რესურსით ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო რეზერვი გაზარდა, თუმცა მის განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს. ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 3.92 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები