მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონ ვიზიტორს ელოდება ტურიზმის ადმინისტრაცია 2025 წელს - პროგნოზი

ბათუმი

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის ტურიზმის სექტორი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 600 ათასით, ანუ 8%-ით გაიზრდება. მთავარი პროგნოზები მოიცავს:

  • საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა: მოსალოდნელია, რომ 2025 წელს 8 მილიონს მიაღწევს.
  • ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 2024 წელს არსებული 4.4 მილიარდი დოლარიდან 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

2025-2028 წლებისთვის კი ადმინისტრაცია მოელის, რომ გაიხსნება 310-მდე ახალი ტურისტული ობიექტი და საწოლი ადგილების რაოდენობა 36,800-მდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ინვესტიცია კი 1.3 მილიარდი ლარი იქნება.

2025 წლის რეგულაციები და კანონმდებლობა

ტურიზმის ახალი კანონით რეგულირებული საკითხები:

  • გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება
  • მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების რეგულირება
  • ტურისტული კომპანიებისთვის სავალდებულო გადახდიისუუნარობისგან დაცვა (დაზღვევა, საბანკო გარანტია)
  • თაიმშეარი (ევროდირექტივით ნაკისრი ვალდებულება)

2025 წლის 1 იანვრიდან:

  • ტურისტული საქმიანობის სუბიექტების აღრიცხვა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
  • დამტკიცდა აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესი და პირობები

გადავადებული საკითხები:

  • „დმო“-სთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები (2026 წლის 1 იანვრამდე)
  • „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულება (2026 წლის 1 იანვრამდე)
  • ტურისტული საქმიანობის სუბიექტების აღრიცხვასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები (2025 წლის 1 ივნისამდე)

2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის:

  • ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდების რეგისტრაციის წესი.

რაც შეეხება 2024 წლის შედეგებს, ადმინისტრაციის რიცხვების თანახმად, ტოპ-10 ქვეყანა ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით შემდეგია:

  1. რუსეთი – 1,421,923 ვიზიტორი (0.20%)
  2. თურქეთი – 1,336,834 ვიზიტორი (-4.30%)
  3. სომხეთი – 948,299 ვიზიტორი (-1.50%)
  4. ისრაელი – 310,982 ვიზიტორი (43.30%)
  5. აზერბაიჯანი – 219,356 ვიზიტორი (9.80%)
  6. ყაზახეთი – 178,930 ვიზიტორი (6.80%)
  7. ირანი – 145,670 ვიზიტორი (15.40%)
  8. ბელარუსი – 140,536 ვიზიტორი (7.90%)
  9. ინდოეთი – 124,335 ვიზიტორი (46.80%)
  10. უკრაინა – 118,528 ვიზიტორი (-19.30%)

2024 წლის ტურისტული შემოსავალი ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვიზიტორების საშუალო ხარჯი 2,211 ლარს შეადგენდა, ხოლო მათი საქართველოში გატარებული დრო - 5.5 ღამეს.

ტურისტული აქტივობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მონახულებადი რეგიონები 2024 წელს:

  • თბილისი – მთავარი მიმართულება კულტურული და საქმიანი ტურიზმისთვის
  • ბათუმი – შავი ზღვის საკურორტო ზონა
  • გუდაური და ბაკურიანი – ზამთრის კურორტები
  • კახეთი – ღვინის ტურიზმის მთავარი რეგიონი
  • სამეგრელო და სვანეთი – მთის და სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები