მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს იღებს თბილისის მერია მშენებლობის ნებართვების გაცემიდან?

მშენებლობა

თბილისის მერიამ საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს თბილისის მერია 1.7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, შესაბამისად თბილისის მთავრობის მთლიანი შემოსულობებიც 1.7 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი.

ბიუჯეტის ერთ-ერთი შემოსავალია მერიის მიერ გაცემული ათასობით სამშენებლო ნებართვის მოსაკრებელი, რაც მომდევნო წლისთვის 17 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი.

საკრებულოსთვის წარდგენილ პროექტს თან ახლავს 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში მერიამ 14.8 მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვები გასცა.

“მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელის ზრდა გამოწვეულია გაზრდილი მომართვიანობის შედეგად, 2021 წელთან შედარებით გაცემული ნებართვები გაზრდილია 35.4%-ით, მშენებლობის ნებართვა ყველა სტადიის და ქმედებისთვის გაიცა 7 057 განაცხადზე (2021 წელს გაცემულია - 5 212 ნებართვა),”- ნათქვამია მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

შესაბამისად, საშუალოდ ერთი სამშენებლო ნებართვიდან მიღებული თანხა მერიისთვის 2,097 ლარის შემოსავალს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები