მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ოქროს ზოდს გაყიდის სებ-ი და რა ფასად

ოქრო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ზოდების რეალიზაციის დაწყების შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. სებ-ის თანახმად, ისინი მომხმარებლებს 20 გრამის და 1 კილოგრამის ოქროს სერტიფიკატს და შესაბამის ზოდებს შესთავაზებენ, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი კომერციული ბანკების მეშვეობით შეძლებენ.

მომხმარებელს ამ სერტიფიკატების განაღდება შეუძლიათ როგორც ფასიანი ქაღალდის სახით, ასევე სანაცვლო ოქროს ზოდის მიღების სახით. სებ-ის თანახმად, 20 გრამის სერტიფიკატების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 100, ხოლო 1 კილოგრამის ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 10 ცალი. აღნიშნული ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ არის ჩამოსხმული.

ოქროს სერტიფიკატის ნომინალი გრამებში ISIN გასაყიდი რაოდენობა ყიდვის ფასი (ლარი) გაყიდვის ფასი (ლარი) განახლების თარიღი
20 GEGC00200034 100 3,438.73 3,722.34 12/1/2023
1000 GEGC10000044 10 171,936.51 186,116.84 12/1/2023
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატები გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მფლობელის უფლებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მეშვეობით სებ-დან მიიღოს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი.
  • ეროვნული ბანკი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის ნომინლის შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სების მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (ზოდები).
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) მეშვეობით.
  • თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება მისი ნომინალის შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდი, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში.
  • ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ;
  • ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9.
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამისი ოქროს ზოდების გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება ბანკის მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები