მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ წელში მოიყვანს ქართველი ფერმერი ქვეყნისთვის საკმარის ხორბალს? - ლევან ჯანაშიას პროგნოზი

63d0159b5d361
ალა ისპირიანი
25.01.23 00:05
7007
საქართველოში ხორბლის 90%, ჯერ კიდევ მამა-პაპისეული მეთოდებით მოჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარებული არ არის. ამის შესახებ "აგროექსპორტის" დამფუძნებელმა, ლევან ჯანაშიამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი უარყოფითად არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობაზე, არამედ მოსავლის ხარისხზეც აისახება.

„არ არის სათანადო თანამედროვე ტექნოლოგიები, არ არის სათანადო აგრონომიული განათლება, სათანადო პესტიციდები და ა.შ. ყველაფერი, რაც თანამედროვე მსოფლიოში განვითარებულია, ჩვენთან ეს არ არის. შესაბამისად ეს არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობაზე, არამედ მოსავლის ხარისხზეც აისახება.

ამ ნაწილში სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება სახელმწიფო სუბსიდიების მიმართ მკვეთრად ნეგატიურია, რადგან ამას არასოდეს უმუშავია. ერთადერთი თუ სახელმწიფო განათლებაში ჩადებს ინვესტიციას კადრების მომზადებაში, აქ შესაძლებელია საუბარი.

თუმცა ეს მაინც ვერ იქნება გამოსავალი, რადგან როგორ კარგადაც არ უნდა გადავამუშაოთ ეს ყველაფერი ჩვენთვის საკმარისი მოხმარების ნედლეული უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში არ იქნება, ამიტომ დიდ წილად მაინც ხორბლის იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული.

იმისთვის, რომ ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდეს წარმოებების მუშაობაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ამის იმპორტის ინტერესი არავის არა ექნება,“ - ამბობს  "აგროექსპორტის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები