მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირია თბილისში ცხოვრება რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით?

ლარი

გლობალურ მონაცემთა სისტემა Numbeo-მ, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარჯების ინდექსს აანალიზებს, ამჟამად 389 ქალაქის მონაცემები შეისწავლა და 2024 წლის ცხოვრების ხარჯების ინდექსი ისეთი ინდიკატორების საფუძველზე დათვალა, როგორიცაა: სამომხმარებლო საქონლის, ბინის ქირის, კვების, კაფეებისა და რესტორნებში ვიზიტების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის თბილისი და ბათუმიც მოხვდა. როგორც Numbeo-ს 2024 წლის ანგარიშიდან დგინდება, ცხოვრების ხარჯების ინდექსის თვალსაზრისით თბილისი 387 ქვეყანას შორის 254-ე ადგილზე ხვდება, ხოლო ბათუმი 290-ზე.

თბილისის შემთხვევაში, 4-სულიანი ოჯახის ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი ქირის გარეშე 6 026 ლარია, ანალოგიურ შემთხვევაში ხარჯი ერთი ადამიანისთვის კი 1668 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ქირას, ქალაქის ცენტრში 1 საძინებლიანი ბინის საშუალო ფასი თვიურად 2 118 ლარს შეადგენს, ხოლო გარეუბანში 1420 ლარს უტოლდება.

ბათუმის შემთხვევაში ირკვევა, რომ ოთხსულიანი ოჯახის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში 5435 ლარით განისაზღვრება, ხოლო ერთი ადამიანის ხარჯი 1523 ლარს შეადგენს. ქალაქის ცენტრში ერთსაძინებლიანი ბინის ქირის საშუალო ფასი 1433 ლარია, ხოლო გარეუბანში 1041 ლარი. თბილისში ცხოვრების საშუალო ხარჯი ბათუმთან შედარებით 11.45%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 30.6%-ით მეტია. საქართველოს დედაქალაქში ცხოვრების ღირებულება დაახლოებით იგივეა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე და ასევე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში.

რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევადარებთ თბილისში ცხოვრების ხარჯი 5%-ით, ხოლო ქირის ფასი 7%-ით აღემატება სტამბოლის ფასებს. ბაქოსთან შედარებით ჩვენს დედაქალაქში ცხოვრების ხარჯი 13.8%-ით, ხოლო ქირის ფასი 42.6%-ით მეტია. სამაგიეროდ როგორც ცხოვრების ხარჯების, ისე ქირის საშუალო ხარჯი ჩვენთან უფრო ნაკლებია ვიდრე სომხეთის დედაქალაქში. უფრო კონკრეტულად, ერევანში ცხოვრების ღირებულება 3%-ით აღემატება თბილისის მაჩვენებელს, ხოლო ქირის ფასი 9.5%-ით მეტია.

ყაზახეთს და ყირგიზეთის დედაქალაქებს თუ შევედრებით, ცალსახაა რომ როგორც ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი, ისე ბინის საშუალო ქირა თბილისში უფრო მაღალია. ცხოვრების ხარჯი ასტანასთან შედარებით ჩვენთან 12.3%-ით მეტია, ხოლო ბინის დაქირავება 34.4%-ით ძვირი ჯდება. ბიშკეკთან შედარებით კი სხვაობა უფრო დიდია, თბილისში ცხოვრების საშუალო ხარჯი ყირგიზეთის დედაქალაქის მაჩვენებელს 27.9%-ით აღემატება, ხოლო ბინის ქირა თბილისში 40.2%-ით უფრო ძვირია.

სხვათა შორის თბილისში როგორც ცხოვრების, ისე ქირის ხარჯი მეტია კიევთან შედარებითაც. ცხოვრების ხარჯი 18.6%-ით უფრო მეტია ჩვენთან ვიდრე უკრაინის დედაქალაქში, ხოლო ქირის ფასში გაცილებით დიდი სხვაობა და ბინის ქირის საშუალო ღირებულება კიევთან შედარებით თბილისში თითქმის 40%-ით მეტია.

Numbeo-ს მიხედვით ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარჯები ბერმუდას დედაქალაქ ჰამილტონშია. თბილისთან შედარებით საშუალო თვიური ხარჯი იქ 251%-ით, ხოლო ქირის ფასი 400%-ით მეტია. ჰამილტონის შემდეგ ცხოვრების ყველაზე მაღალი ნიუ-იორკში, ციურიხში, ჟენევაში, სან ფრანცისკოსა და ბაზელშია. რეიტინგის ათეულში ასევე ვხვდებით ლოზანას, სან დიეგოს, ბოსტონსა და სან-ხოსეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები