მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად რეალურია "ოცნების" გეგმა 4 წელში $9 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვაზე? - სოსო ბერიკაშვილის მოსაზრება

 სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი არარეალისტურად მიიჩნევს "ქართული ოცნების" მთავრობის გეგმას 4 წელში $9 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, "ოცნება" დასავლური ინვესტიციების ალტერნატივად არაბული თუ ჩინურ ფულს განიხილავს, რომელიც რეალურად არ არსებობს. მან კონკრეტულ მაგალითებად ანაკლიის პორტის და Emaar-ის პროექტები დაასახელა.

"[ანაკლიის პორტზე] არც არის ხელი მოწერილი, სინამდვილეში არაფერი ხდება, ერთადერთი რაც მკაფიოა ისაა, რომ პოლიტიკურად ძალიან აზიანებს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და ქვეყანასაც, რადგან აშშ-სთვის წითელი ხაზია და ა.შ.

ასევე, ჩვენ არ ვიცით [Emaar-ზე] არაბებთან რა მოხდა. კი ამბობენ, $6 მლრდ, მაგრამ სადაა ეს თანხა. მემორანდუმი შეიძლება ყველასთან დადო და თქვა, რომ კარგი იქნება ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ, რაღაც შემოვა მაგათგან, მაგრამ არ ვიცი... მეორე მხრივ, რიცხვებით ვხედავთ, რომ შემცირებულია ინვესტიციები, რაც ლოგიკურია, რადგან კრიზისია, რომელსაც მთელი საქართველო აღიარებს, მათ შორის "ოცნების" ამომრჩევლების ნახევარიც, ვისაც Deep state-ის არსებობის არ სჯერა შეიძლება მაგათი ნაწილიც. ამას გარედანაც ხედავენ. ქვეყანა იცვლის ტრაექტორიას, იქნება იზოლირებული დასავლეთისგან, ეს უნდათ და ცდილობენ არაბული, რუსული სანქცირებული ფულით ან ჩინური ფულით, ჩაანაცვლონ",- ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები