მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი დაიშვება მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში - გაიდლაინები

5ee0a9137891d
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.20 13:38
1425
მუზეუმებმა, გალერეებმა და მუზეუმ-ნაკრძალებმა, ისევე როგორც სხვა ბიზნესსუბიექტებმა დამთვალიერებლების მისაღებად უსაფრთხოების გარკვეული წესები უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც 25-ე დანართშია გაწერილი გათვლილია როგორც მუზეუმებისა და ნაკრძალებისთვის, ასევე კინო-თატრებისა და საკონცერტო დარბაზებისთვის.

მუზეუმებისთვის და ნაკრძალების საექსპოზიციო დახურულ სივრცეში ადამიანთა რაოდენობრივი შეზღუდვა წესდება, ამავე დროს უნდა გაკონტროლდეს ვიზოტორებს შორის მანძილი სხვადასხვა საშუალებებით.

• დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);
• საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;
• რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის დგომის/დათვალიერების ადგილები წინასწარ მონიშვნა;
• ღია სივრცეებში, სოციალური დისტანციის დაცვისა და ვიზიტორთა ნაკადის კონტროლი, ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის უზრუნველყოფით;
• გიდით მომსახურებისას, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;
• შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვის გაკონტროლება;
• ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ მათი დეზინფექცია უზრუნველყოფა ან ერთჯერადი ყურსასმენების გამოყენება;
• იმ სივრცეებში, სადაც ვერ ხერხდება დეზინფექცია, ვიზიტორთა დაშვების შეზღუდვა;
• სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
• სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;
• აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.

ამავე დანართში გაწერილია დახურული სივრცის დალაგების, კონდინცირების, სანიტარული კვანძების დეზინფექციისა და სხვა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი წესები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები