ივლისში, თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი (ხელფასი, მოგება, სხვა შემოსავალი) 827-მა პირმა მიიღო. ჯამური დარიცხული შემოსავალი კი, 314 მლნ ლარს აღემატებოდა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 100 000 ლარზე მეტი კი, ხელფასის სახით 214 პირს დაერიცხა. მათთვის ჯამურად გაცემული დასაბეგრი ხელფასის მოცულობა 85 377 112 ლარი იყო.
PMCG -ის მონაცემებით, კი, ზოგადად, ივლისში 2023 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ კვლავ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვის განმავლობაში 0-იდან 600 ლარამდე ხელფასს იღებენ. ასეთი 191 ათასი ადამიანია. მათ შორის, 0-იდან 100 ლარამდე დარიცხულ ხელფასს 13057 პირი იღებდა. მათი დასაბეგრი შემოსავალი 723,074 ლარი იყო. 100 ლარამდე შემოსავალი კი, ივლისში ჯამში 73 687 პირს ჰქონდა.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა