„რით განსხვავდებიან ხარკოვის ან ნიკოლაევის მშვიდობიანი მაცხოვრებლები ჰამბურგის ან ვენის მაცხოვრებელთაგან? გადაწყვეტილებას ველით - ცის გასუფთავებას, ან ძალით, რომელიც გაქვთ, ან გადმოგვეცით საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო დაცვის საშუალებები, რომელიც საჭირო ძალას მოგვცემს. ეს დახმარებაა, რომელიც მსოფლიომ უბრალოდ უკრაინას კი არა, თავის თავსაც უნდა აღმოუჩინოს, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს... რაც შეიძლება სწრაფად“, - მიმართა პრეზიდენტმა დასავლეთს.
მან აღნიშნა, რომ ღამით რუსი დამპყრობლები ნიკოლაევას, ხარკოვის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ უბნებს სარაკეტო არტილერიიდან დაარტყეს. „არანაირი სამხედრო ჩანაფიქრი. უბრალოდ ტერორი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ დროებით დაკავებულ ქალაქებზე ირპენზე, ბუჩზე, გოსტომელსა და სხვა სოფლებსა და ქალაქებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დროებითია.
„ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან როგორ გააკეთონ ეს. მტერი დაღლილი და დემორალიზებულია. ჩვენს მიწაზე მოვიდნენ იმის საძებნად, რაც აქ არასდროს ყოფილა - ლაჩრობა და მონობაზე თანხმობა“, - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის რაკეტებით, ავიაბომბებით დანგრეული საცხოვრებელი სახელების და კორპუსების ყურება შემაძრწუნებელია. „შეგრძნება გაქვს თითქოს ეს სხვის ქვეყანაში ხდება... მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშია, რომელსაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდოდა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ევროპის ბედი წყდება.
„ჩვენ იმის ატანა გვიწევს, რაც 80 წლის მანძილზე ევროპის არც ერთ ერს არ უნახავს. სწორედ ჩვენ მიწაზე წყდება, გახდება თუ არა ვინმე ევროპაში ასეთივე აგრესიის მსხვერპლი. მე ამას მსოფლიოს ლიდერებს ვეუბნები და ისინი მეთანხმებიან. კონტინენტის მომავალს ჩვენი წინააღმდეგობით და ჩვენი მეგობრების დახმარებით ვწყვეტთ“




























