გასული კვირის ინტენსიური სითბური ტალღის დროს, ევროპაში სიცხისგან სულ მცირე 2,300 ადამიანი დაიღუპა — ამ დასკვნამდე მივიდა კვლევა, რომელიც ხუთი ევროპული ინსტიტუტის მეცნიერებმა მოამზადეს.
კვლევა 23 ივნისიდან 2 ივლისამდე არსებულ 10-დღიან პერიოდს მოიცავს, როდესაც ევროპაში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. კვლევაში რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი და მილანი მონაწილეობდა, სადაც ტემპერატურა წელს ისტორიულ საშუალოსთან მიმართებით 2-4 გრადუსით მეტი იყო.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სამედიცინო მონაცემებზე დაფუძნებული მოდელები, რომლებიც აფასებენ, თუ რამდენად შეცვლიდა სურათს ისეთი სიცხის ტალღა, რომელიც ბუნებრივი კლიმატური პირობებით იქნებოდა გამოწვეული და არა ადამიანის საქმიანობით. სითბური ეფექტი განსაკუთრებით მძიმედ ურტყამს მოწყვლად ჯგუფებს — ხანდაზმულებს, ქრონიკულად ავადმყოფებს, ბავშვებსა და ღია სივრცეებში მომუშავე ადამიანებს. ამ ფონზე, ევროპულ ქალაქებში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება ურბანული სიცხის ეფექტის გამო.




























