საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება. კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის და სხვა რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების (რომლებიც კანონპროექტშია ჩამოთვლილი) ბენეფიციარები მხოლოდ 55 წლამდე პირები შეიძლება იყვნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონით იკრძალება პროცედურები, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება. კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში და უკვე გასაჯაროებულია.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ სადეპუტატო კითხვით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და წლების მიხედვით გამოითხოვა ინფორმაცია წლების მიხედვით, რამდენი ექსტრაკორპორული განაყოფიერების(სუროგაციის) გზით დაბადებული ახალშობილის რეგისტრაცია განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სტატისტიკა ასეთია:
სუროგაცია:
2021 წელს - 308 ბავშვი;
2022 წელს - 806 ბავშვი;
2023 წელს(6 თვე) – 517 ბავშვი;
ინვიტრო ფერტილიზაცია:
2021 წელს - 719 ბავშვი;
2022 წელს - 1110;
2023 წელს(6 თვე) – 459 ბავშვი;