ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით, კვადრატულ მეტრზე $1,100-ს აღწევს - ამის შესახებ თიბისი კაპიტალმა კონფერენცია „გრემოზე“ ისაუბრა.
საქართველოს სანაპირო ზოლის ტენდეციებზე საუბრისას, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში 2020 წელს ფასი კვ.მ-ზე 525$, 2023 წელს 937$, ხოლო 2025-ში 1 060$ ღირდა. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებლებს ფასი 1 096$-ია.
2020 წელს ქობულეთში სულ 316 ბინა გაიყიდა, 2023-ში - 969, 2025-ში - 672. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი სულ 139 ბინის ტრანზაქცია დარეგისტრირდა.
ფოთში გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი $500-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 5 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, წლიურად ფოთში 400-დან 600 ბინამდე იყიდება.
ზღვისპირეთში არსებული საბინაო ფონდი და საშუალო ფასი
ბათუმი:
ბინების რაოდენობა - 70,000
მიმდინარე საწყისი ფასი $1,988
ქობულეთი:
ბინების რაოდენობა - 10,458
მიმდინარე საწყისი ფასი $1,545
გონიო:
ბინების რაოდენობა - 3,605
მიმდინარე საწყისი ფასი $2,884
ჩაქვი:
ბინების რაოდენობა - 2,636
მიმდინარე საწყისი ფასი $1,776
კვარიათი:
ბინების რაოდენობა 360
მიმდინარე საწყისი ფასი $2,225
შეკვეთილი:
ბინების რაოდენობა - 273
მიმდინარე საწყისი ფასი $1,532
ურეკი:
ბინების რაოდენობა - 263
მიმდინარე საწყისი ფასი $1,950
ფოთი:
ბინების რაოდენობა - 159
მიმდინარე საწყისი ფასი $867
როგორც კონფერენცია „გრემოსთვის“ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, 2023-2025 წლებში აჭარა და გურიას წლიურად საშუალოდ 2.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც მთელი ნაკადის 40%-ზე მეტს შეადგენს.
მონახულებადი ადგილების მიხედვით 2023-2025 წწ-ში ვიზიტორების რაოდენობა ურეკში 41%-ით, ხოლო ქობულეთში 19%-ით გაიზარდა.
2025 წელს ბათუმის აეროპორტში რეისების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (+88%).
შეჯამებისთვის, საინვესტიციო ბანკი წერს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ახალი ნორმალიზების ფაზაში გადავიდა.მოსალოდნელია ფასების და გაყიდვები სტაბილური ზრდა.
გაყიდვები: ↑7.1%
ფასები: ↑5.6%
რაც შეეხება ქირას, მისი კორექცია გაგრძელდება (↓2.1%)
უძრავი ქონების ამონაგები 8%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.




























