პრემიერ მინისტრის დადგენილებით, 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები განისაზღვრა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული წლიური მოცულობა 13 162 500 ლარია.
დადგენილების მიხედვით, გასაცემი გრანტების კონკრეტული მოცულობები შემდეგია:
2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა ისევ 2 250 ლარია.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
- სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 632 500 ლარს;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 240 000 ლარს;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 ლარს;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 ლარს;
- ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს;
- მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.
დადგენილებით ასევე განსაზღვრულია 2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობებიც. მაგალითად:სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა, სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა და ა.შ.