"გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 000 ლარი“, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, რუსთავში და გორში საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდეგ შეიზღუდება გადაადგილება. ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითებზე, ასევე ტრანსპორტის მოძრაობაზე.
შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, მათ შორის სამედიცინო, ფარმაცევტული და მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ ცქიტიშვილის თქმით, დაწესებული შეზღუდვა არ არის ე.წ კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა.




























