მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში?

რუსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 1,276,760 ჯარისკაცი დაკარგა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების დანაკარგმა 780 სამხედრო შეადგინა. ცოცხალი ძალის გარდა, რუსულმა მხარემ კოლოსალური ზარალი განიცადა სამხედრო ტექნიკის მიმართულებითაც, რაც ჯამში 11,766 ტანკს, 24,197 ჯავშანმანქანასა და 38,319 საარტილერიო სისტემას მოიცავს.

საჰაერო და საზღვაო ძალების დანაკარგებიც ასევე შთამბეჭდავია: განადგურებულია 435 თვითმფრინავი, 349 ვერტმფრენი, 31 გემი და ორი წყალქვეშა ნავი, ხოლო განადგურებული დრონების რაოდენობა 173,068-ს აღწევს.

უკრაინის გენერალური შტაბი ეროვნული საიდუმლოების მიზეზით საკუთარ დანაკარგებს ოფიციალურად არ აქვეყნებს, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში აღნიშნა, რომ დაღუპულია მინიმუმ 55,000 უკრაინელი ჯარისკაცი, რაც არ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დიდ რაოდენობას.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) 2026 წლის იანვრის ანგარიში აზუსტებს, რომ უკრაინის საერთო დანაკარგები, დაჭრილების ჩათვლით, 500,000-დან 600,000-მდე მერყეობს.

CSIS-ის შეფასებით, დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით 2.5:1 ან 2:1-ზეა რუსეთის საზიანოდ. ეს დისბალანსი ძირითადად განპირობებულია რუსული მხარის მიერ წარმოებული ინტენსიური იერიშებითა და უკრაინის მიერ მოწყობილი „სასაკლაო ზონებით“, სადაც სამხედრო დრონები 24/7-ზე ნადირობენ სამიზნეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები