მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი კომპანია დაჯარიმდა 2024 წელს ღვინის ხარისხის დარღვევისთვის?

ქართული ღვინო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, შეუსაბამო წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის 15 კომპანია დაჯარიმდა.

ანგარიშში არ არის მითითებული კომპანიების ჩამონათვალი და არც ის, რამდენი იყო სანქცია თითოეული კომპანიისთვის. უწყება აღწერს კრიტერიუმებს, რაზეც მოწმდებოდნენ მწარმოებლები.

უწყებისვე ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2024 წელს განახორციელდა 17 სახელმწიფო და 376 საინსპექციო კონტროლი. სახელმწიფო კონტროლის, ფარგლებში, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში, ხოლო საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში, და აღებული 1927 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში.

სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში.

შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 136, აქედან 73 ნიმუშში აღმოჩნდა დარღვევა;სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის შედგა 23 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დაჯარიმდა 15 კომპანია.

რაც შეეხება ანგარიშის სხვა საკითხებს, საექსპორტო დოკუმენტაციის მისაღებად სერტიფიცირებაზე სააგენტოში 27 800 განაცხადი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები