მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

ღვინპ

"აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში, უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“, მარტის თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „A.G. Global Trade LLC“ ორგანიზებით, ქართული ღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა", - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 5 ქართული ღვინო, ასევე, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და თანამედროვე განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ პრეზენტაციები.

"მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა", - ნათქვამია ღვინის სააგენტოს განცხადებაში.

მაღაზიათა ქსელი „H-E-B“, აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების სიაში შედის და მოიცავს 400-ზე მეტ მაღაზიას ტექსასსა და მექსიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები