მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარი გააქვთ და შემოაქვთ საქართველოს საზღვარზე - სტატისტიკა

დოლარი

საქართველოს მთავრობამ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება არის შეფასებული. ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკა 2021-2022 წლებში საზღვარზე ნაღდი ფულის სახით გადაადგილებული თანხების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის მოცულობა 63%-ით გაიზარდა. მატება ძირითადად საქართველოდან გატანილ ნაღდ ფულს უკავშირდება, რომლის მოცულობაც 2022 წელს 487 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წელს არსებულ ნაკადს 297 მილიონით აღემატებოდა. შემოტანილი ნაღდი ფულის ოდენობა კი 167 მილიონი ლარით, 715 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუბლებში ნაღდი ფულის შემოტანის მატების ტენდენცია 2022 წელს ფიქსირდება, როდესაც საქართველოში ნაღდი ფულის სახით 98 მილიონი რუბლი შემოიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 80 მილიონი ლარით მეტი იყო.

ანგარიშის თანახმად, დეკლარირებას ექვემდებარება ნებისმიერ ვალუტაში ნომინირებული ნაღდი ფული, თუკი მისი ღირებულება 30,000 ლარს აჭარბებს. 2022 წელს აღნიშნული ვალდებულების დარღვევის 318 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 75-ით მეტი იყო. აღნიშნული დარღვევებისთვის ნაღდი ფულის შემომტანებს 2.3 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრათ, ხოლო კონფისკაციას დაექვემდებარა 3.5 მილიონი ლარი.

საქართველოს საზღვარზე დეკლარირებული ნაღდი ფულის ნაკადები 2020-2022 წლებში:

ვალუტა 2020 წელი (ლარებში) 2021 წელი (ლარებში) 2022 წელი (ლარებში)
USD შემოტანა 86,308,074 453,542,278 479,593,691
EUR შემოტანა 31,310,824 32,549,057 59,820,437
TRY შემოტანა 14,000,790 38,980,196 73,128,551
RUB შემოტანა 3,492,857 18,243,476 98,118,885
AZN შემოტანა 1,314,079 4,438,272 3,497,304
AED შემოტანა 193,438 612,422 948,780
შემოტანა სულ 136,620,065 548,365,704 715,107,649
USD გატანა 75,199,859 159,921,912 403,459,204
EUR გატანა 29,239,087 18,236,231 53,274,213
GEL გატანა 3,682,278 7,724,154 9,262,230
RUB გატანა 1,032,555 764,305 14,428,050
AED გატანა 2,644,892 3,370,418 6,093,953
AZN გატანა 1,730,572 97,931 906,363
გატანა სულ 113,529,246 190,114,954 487,424,016
ჯამი შემოტანილი+გატანილი 250,149,311 738,480,657 1,202,531,665

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები