ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის 5 თვის საგადასახადო შესრულების ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში სულ 8.9 მილიარდი ლარის გადასახადები არის აკრეფილი. ეს მთლიანად 2025 წლის წლიური გეგმის ანუ 21.9 მილიარდი ლარის 40%-ს შეადგენს.
რაოდენობრივად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგადასახადო შესრულება 4%-ით, ანუ 323 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, კონკრეტული გადასახადებიდან ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა საშემოსავლო გადასახადიდან შევიდა, რაც 3.1 მილიარდ ლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 13.5%), დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი 3.7%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი იყო.
შემცირებაა მოგებისა და აქციზის გადასახადების შესრულების მიმართულებით. კერძოდ მოგების გადასახადში კლება 12%, ხოლო აქციზში შემცირება 3%-ია.
2025 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
| გადასახადი | 2025 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შესრულება | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| სულ | 8,885,362,652 ლარი; | 3.8% |
| საშემოსავლო გადასახადი | 3,108,296,350 ლარი; | 13.5% |
| დღგ | 3,099,721,008 ლარი; | 3.7% |
| მოგების გადასახადი | 1,222,727,644 ლარი; | -11.7% |
| აქციზი | 911,070,005 ლარი; | -3.1% |




























