ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის პირველი ოთხი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ 5.5 მილიარდი ლარის მოცულობის გადასახადები აკრიფა. ეს ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 71%-ია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასეთია:
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.07 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 67%;
• საშემოსავლო გადასახადი - 1.87 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 75%;
• მოგების გადასახადი - 772 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 71%;
• აქციზის გადასახადი - 585 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 73%.
რაც შეეხება პრივატიზაციას, 4 თვის განმავლობაში ბიუჯეტმა 29.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 6 თვის გეგმის 35% იყო.