მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიარდი მიიღო საქართველომ ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025-ში

დუბაი ომი

Galt & Taggart-მა შეაფასა თუ რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მთლიანობაში, 2025 წელს საქართველომ ტურიზმის, FDI-ის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების არხების მეშვეობით ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 1.55 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ეს ქვეყნის მიერ მიღებული მთლიანი საგარეო შემოსავლის ($17.3 მილიარდი დოლარის) 9% იყო. ყველაზე დიდი კავშირი საქართველოს ამ ქვეყნებთან ტურიზმის მეშვეობით აქვს. 2025 წელს საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავალი 4.7 მილიარდი დოლარი იყო. აქედან ისრაელზე, ირანზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე 923 მილიონი დოლარი მოდიოდა, რაც მთლიანი შემოსავლის 20%-ია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ქვეყნებში ექსპორტი ჯამურად 187 მილიონი იყო, რაც ექსპორტის 3%-ია, FDI 114 მილიონს შეადგენდა, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7%; ხოლო ფულადი გზავნილები კი 330 მილიონი დოლარი იყო, რაც გზავნილების 9%-ია.

შესაბამისად, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური კავშირი ყველაზე ძლიერია ტურიზმის არხით, შემდეგაა ფულადი გზავნილები, ექსპორტი და FDI. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშესახები გავლენა ამ ქვეყნებში არსებულ გეოპოლიტიკურ კრიზისს ყველაზე მეტად სავარაუდოდ სწორედ ტურიზმზე შეიძლება ჰქონდეს.

თანხობრივად უფრო დეტალური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

ქვეყანა ტურიზმი ფულადი გზავნილები ექსპორტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯამური სავალუტო შემოდინებები
ირანი 124 მლნ დოლარი; 0.0 მლნ დოლარი; 39 მლნ დოლარი; 0 მლნ დოლარი; 163 მლნ დოლარი;
ისრაელი 586 მლნ დოლარი; 279 მლნ დოლარი; 49 მლნ დოლარი; 42 მლნ დოლარი; 956 მლნ დოლარი;
სპარსეთის ყურის დანარჩენი ქვეყნები 213 მლნ დოლარი; 52 მლნ დოლარი; 99 მლნ დოლარი; 72 მლნ დოლარი; 435 მლნ დოლარი;
ჯამი - რეგიონი 923 მლნ დოლარი; 330.4 მლნ დოლარი; 187 მლნ დოლარი; 114 მლნ დოლარი; 1555 მლნ დოლარი;

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები