მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო სახელის გარეცხვაში, დაასრულებ, როგორც მსოფლიოს ყველა მტერთან მოთანამშრომლე - ქადაგიძე

645b9ddd8d9bc
BM.GE
10.05.23 17:41
7115
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შესახებ აქვეყნებს პოსტს. ქადაგიძე წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება მასთან დაახლოების გზას ირჩევს.

“როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ანულებს, ხოლო შენ რუსულ საწვავზე და გაზპრომზე კიდებ ქვეყანას;

როდესაც თავისუფალი სამყარო ვაჭრობას ამცირებს, შენ კი პირველ სავაჭრო პარტნიორად ხდი;

როდესაც თავისუფალი სამყარო სანქციებს უწესებს, შენ კი ხელის მოთმობას ცდილობ;

როდესაც თავისუფალი სამყარო საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, შენ კი ხსნი;

როდესაც თავისუფალი სამყარო ვიზებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, შენ კი პირიქით ყველაზე ლიბერალური რეჟიმი გაქვს;

როგორ ფეიკებიც არ უნდა ავრცელო, რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო სახელის გარეცხვაში, კოლაბორაციონისტი ხელისუფალი ხარ და დაასრულებ ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ყველა მტერთან მოთანშრომლე - ისტორიულ და საშვილიშვილო სირცხვილში,”- საკუთარ facebook-ზე წერს ქადაგიძე.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ორ ბრძანებას, მათ შორის პირველი 2019 წლის 21 ივნისს დაწესებულ ავიაემბარგოს აუქმებს, ხოლო მეორე კი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში 90 დღით უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები