მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ?

ლარი

მთავრობამ 5 თვეში 8.56 მლრდ ლარის გადასახადები აკრიფა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (9.4 მლრდ ლარი) 91.1%-ია.

იანვარ-მაისში ბიუჯეტში მიღებული საგადასახადო შემოსავლები

  • საშემოსავლო გადასახადი - 2.738 მლრდ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.7%)
  • მოგების გადასახადი - 1.385 მლრდ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.3%
  • დღგ - 2.988 მლრდ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 86.2%
  • აქციზი 940.28 მლნ ლარი/ 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 93.1%%
  • იმპორტის გადასახადი 56.39 მლნ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 4%
  • სხვა გადასახადები 77 მლნ ლარი / 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 520.4%

2024 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 მილიარდ 116 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სახით მიღებული იქნა 9.117 მლრდ ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 61.76 მლნ ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 174.89 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 762 მლნ ლარი. 2024 წლის იანვარ-მაისში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (9.117 მლრდ ლარი) ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (10 451 928.4 ათასი ლარი) 87.2% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები