მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა 2021 წელს მთავრობამ?

61ea7dff9692d
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.22 13:00
2745
გამოქვეყნდა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ცენტრალურმა მთავრობამ ბიზნესიდან და მოსახლეობიდან 11.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა, დამატებით 1.9 მილიარდი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიღებული გადასახადები, ჯამურად ნაერთმა ბიუჯეტმა კი 13.4 მილიარდის საგადასახადო შემოსავალი მიიღო.

გადასახადებს შორის ყველაზე დიდი დამატებული ღირებულების გადასახადია, რომლის შესრულებაც მთლიანობაში 6 მილიარდი ლარი იყო. აქედან 4.88 მილიარდი ცენტრალურ ბიუჯეტში, 1.15 მილიარდი კი ადგილობრივ ბიუჯეტებში მიიმართა. მეორე ადგილზეა საშემოსავლო გადასახადი, რომლის შესრულებაც გასულ წელს 3.77 მილიარდი ლარი იყო აქციზის გადასახადი კი 1.86 მილიარდი ლარით მესამე ადგილზეა.

2021 წლის განმავლობაში მობილიზებული გადასახადების ჯამი ასეთია:

● დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,029,546,995 ლარი;
● მათ შორის იმპორტის დღგ - 4,334,095,410 ლარი;
● მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების დღგ - 1,695,451,584 ლარი;
● საშემოსავლო გადასახადი - 3,775,673,772 ლარი;
● ფიზიკური პირების მიერ მიღებული დივიდენდის გადასახადი - 116,682,879 ლარი;
● აქციზის გადასახადი - 1,868,783,716 ლარი;
● იმპორტული და ადგილობრივი თამბაქოს აქციზი - 878,436,264 ლარი;
● ლუდის აქციზი - 61,860,251 ლარი;
● ბენზინის აქციზი - 295,398,529 ლარი;
● დიზელის აქციზი - 222,174,971 ლარი;
● მსუბუქი ავტომობილების აქციზი - 185,373,042 ლარი;
● მოგების გადასახადი - 1,015,296,083 ლარი;
● ქონების გადასახადი - 510,729,685 ლარი;
● იმპორტის გადასახადი - 86,361,935 ლარი;
● "მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის" - 70,491,109 ლარი;
● მოსაკრებლები სათამაშო ბიზნესიდან - 115,980,865 ლარი;
● სანქციები, ჯარიმები და საურავები - 195,828,629 ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საგადასახადო გეგმის 100.7% შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები