მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ

630e06597ae00
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.22 16:40
3022
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2022 წლის ბიუჯეტის 7 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 7.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 80%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება ასეთია:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.23 მილიარდი ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 2.64 მილიარდი ლარი;
მოგების გადასახადი - 1.29 მილიარდი ლარი;
აქციზი - 960 მილიონი ლარი. (მათ შორის თამბაქოს ნაწარმიდან 385 მლნ ლარი, საწვავიდან 295 მილიონი ლარი)
იმპორტის გადასახადი - 64 მილიონი ლარი.

არაფინანსური აქტივების კლებიდან, ანუ პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა 132 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ბიუჯეტის შემოსავალი ვალდებულებების ზრდიდან, ანუ ახალი სესხების აღებიდან 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. აქედან საგარეო სესხები 871 მილიონი ლარი, შიდა ვალის აღება კი 639 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები