მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დოლარი შეისყიდა და გაყიდა 2024 წელს სებ-მა Bmatch-ით

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 2024 წლის მაისში 9.1 მილიონი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.

Bmatch სისტემის გარდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე ჩარევა აუქციონების გზითაც მოახდინა, რაც პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გაუფასურების შერბილებას ემსახურებოდა. აღნიშნულ პერიოდში (2024 წლის იანვარ-მაისში) სებ-მა სავალუტო აუქციონების გზით 109 მილიონი დოლარი გაყიდა.

თუმცა, იქამდე სანამ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებდა, ეროვნული ბანკი უფრო მეტად სავალუტო რეზერვების შევსებაზე იყო ორიენტირებული, რისთვისაც იანვარ-აპრილში Bmatch პლატფორმით 287 მილიონი დოლარის შესყიდვა მოხდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.

"ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ,"- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები