საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის სამივლინებო ხარჯები გამოაქვეყნა, დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში უცხოეთში მივლინებით სულ 103 დეპუტატი იმყოფებოდა, ხოლო მათი ვიზიტები 1,849,239 ლარი დაჯდა. ეს 2022 წელთან შედარებით 126 ათასი ლარით მეტია.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი თანხა - 152,994 ლარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მივლინებებზე დაიხარჯა, რომელიც გასულ წელს სულ 24 მივლინებაში იმყოფებოდა. მეორე ადგილზეა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომლის მივლინებებზეც 143,476 ლარი დაიხაჯრა, მესამე ადგილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ დაიკავა, რომლის მივლინებებიც 95,527 ლარი დაჯდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2023 წელს 9 მივლინებაში იმყოფებოდა, რომელთა ღირებულებამაც 84,123 ლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა - 18,973 ლარი ბიუჯეტს პარლამენტის თავმჯდომარის ანგოლაში მივლინება დაუჯდა, სადაც მან მონაწილეობა გლობალურ საპარლამენტო ასამბლეაში მიიღო.
საქართველოს პარლამენტის წევრთა სამივლინებო ხარჯები უცხოეთში 2023 წელს:
დეპუტატის სახელი | გაცემული თანხა ლარებში |
სამხარაძე ნიკოლოზ | 152,994 |
ბოჭორიშვილი მაკა | 143,476 |
მიქანაძე გივი | 95,527 |
პაპუაშვილი შალვა | 84,123 |
წილოსანი ხატია | 84,063 |
სეფაშვილი ეკა | 62,194 |
ჩიქოვანი ირაკლი | 61,213 |
სონღულაშვილი დავითი | 46,380 |
ქარუმიძე ლევან | 39,298 |
ბოლქვაძე ელისო | 36,812 |
თურაზაშვილი ქეთევან | 35,462 |
მათიკაშვილი დავით | 32,755 |
ქურასბედიანი სალომე | 32,364 |
ლაშხი მარიამ | 31,069 |
სამხარაული გელა | 30,695 |
ბითაძე მაია | 30,344 |
ოდიშარია ბექა | 29,696 |
ტაბატაძე ალექსანდრე | 29,380 |
მეზურნიშვილი ირაკლი | 26,498 |
თალაკვაძე არჩილ | 25,592 |
ქადაგიშვილი ირაკლი | 25,313 |
წილოსანი ნინო | 24,994 |
ბოკუჩავა თინათინ | 24,779 |
სარჯველაძე მიხეილ | 24,492 |
იონათამიშვილი რატი | 21,822 |
კვიციანი ბაია | 19,492 |
აქუბარდია თეონა | 19,396 |
ნიკოლაიშვილი რამაზ | 18,149 |
ცაგარეიშვილი გიორგი | 17,395 |
ზარქუა ირაკლი | 17,112 |
ტურძელაძე ნოდარ | 17,073 |
დეკანოიძე ხატია | 16,998 |
კობახიძე ირაკლი | 16,436 |
ვოლსკი გიორგი | 16,260 |
მგალობლიშვილი ლევან | 14,965 |
ბაქრაძე დავითი | 13,706 |
ჩაკვეტაძე გიორგი | 13,405 |
ჩაჩიბაია ვლადიმერი | 12,713 |
მეშველიანი გოგი | 12,410 |
დავითულიანი ბექა | 12,279 |
შატაკიშვილი ირაკლი | 11,557 |
ვაშაძე გიორგი | 11,096 |
ყაველაშვილი მიხეილ | 10,648 |
ოხანაშვილი ანრი | 10,605 |
ზილფიმიანი დავით | 9,532 |
ინჯია ფრიდონ | 9,489 |
იობაშვილი ნინო | 9,405 |
ხელაშვილი გიორგი | 9,109 |
ქარუმიძე ლევანი | 8,807 |
ელისაშვილი ალექსანდრე | 8,747 |
იოსელიანი ლევანი | 8,735 |
სამნიძე ხათუნა | 8,650 |
წიწავა გენრიეტა | 8,277 |
ობოლაშვილი ანტონ | 7,523 |
დუგლაძე ზაალ | 6,940 |
წითლიძე ანა | 6,745 |
ბეჟაშვილი ლევან | 6,405 |
ვაშაძე გრიგოლ | 6,203 |
მირზოევი სავალან | 6,046 |
ჩხეიძე როსტომ | 6,039 |
კირცხალია ირაკლი | 5,781 |
შარმანაშვილი თენგიზ | 5,582 |
კახიანი გიორგი | 5,441 |
კონცელიძე რესან | 5,423 |
მაჭუტაძე ნიკა | 5,334 |
ხაჯიშვილი დავით | 5,032 |
ხაჯიშვილი დავითი | 4,986 |
ჭიჭინაძე გივი | 4,669 |
ჰერმან საბო | 4,208 |
ღუდუშაური ალუდა | 4,126 |
მაჭარაშვილი გურამ | 4,102 |
კაჭარავა დავით | 4,038 |
დუმბაძე ქეთევან | 4,015 |
დარგალი ზაურ | 3,994 |
დაუშვილი მიხეილ | 3,992 |
ბერაძე რამინა | 3,846 |
დასენი ისკო | 3,728 |
ირაკლი ჩიქოვანი | 3,137 |
უსუფაშვილი დავით | 3,105 |
ბენაშვილი გია | 3,034 |
ბოლქვაძე ანზორ | 2,698 |
მიქაძე გელა | 2,479 |
ელისაშვილი ალექსანდრე | 2,308 |
საბო ჰერმან | 2,308 |
ლომინაძე ზაზა | 2,193 |
ლილუაშვილი ბექა | 2,149 |
ბერაია ირაკლი (დაჩი) | 2,051 |
კახიშვილი კახი | 2,023 |
კორძაია თამარ | 2,000 |
სამადაშვილი სალომე | 1,949 |
ახვლედიანი არმაზ | 1,781 |
გენრიეტა წიწავა | 1,689 |
სანიკიძე ვიქტორ | 1,564 |
მანუკიანი სამველ | 1,320 |
კვიჟინაძე პაატა | 805 |
ნაცვლიშვილი ანა | 765 |
გოცირიძე რომან | 713 |
წაქაძე ბეჟან | 631 |
ხაბეიშვილი ლევან | 373 |